საიტის მოხმარების წესები და პირობები!

გამყიდველი:

  1. ვებ გვერდი NanoShop.Ge– არის ონლაინ მაღაზია და  წარმოადგენს სათევზაო ინვენტარის ონლაინ პორტალს, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული მისამართი მაღაზიის სახით.
  2. ჩვენი საიტის მეშვეობით, შეგიძლიათ მარტივად შეიძინოთ სპორტულ თევზაობასთან დაკავშირებული საჭირო პროდუქცია და ინვენტარი

მომხმარებლის კონფიდენციალურობა:

  1. ჩვენს საიტზე გაკეთებული როგორც შეკვეთის, ასევე იურიდიული თუ კერძო პირის  მიერ შეყვანილი პირადი მონაცემები არის დაცული და კონფიდენციალური და არ გადაეცემა გარეშე მესამე პირზე..
  2. მონაცემები ინახება ჩვენი ვებ გვერდის ბაზაში და მასთან შეხება აქვს მხოლოდ საიტის ადმინისტრაციას.

პროდუქციის დასახელება და აღწერილობა:

  1. NanoShop.Ge იტოვებს უფლებას შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილება პროდუქციის მახასიათებლებში. მომხმარებელი ვალდებულია, გაეცნოს დეტალურად პროდუქციას და დააზუსტოს მისი მახასიათებლები შეძენამდე.

შეკვეთის გაუქმება:

  1. მომხმარებელი უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა თუ:
    პროდუქტი არ ემთხვევა ფოტოსურათზე გამოსახულ ნივთს;
    პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირებისას ან რაიმე სხვა მიზეზის გამო;
    ფერი და მახასიათებელი არ ემთხვევა ოპერატორთან დაზუსტების შემდგომ.
  2. მომხმარებელი ვალდებულია, აცნობოს მაღაზიას შეკვეთის გაუქმების შესახებ კურიერის მოსვლამდე 24 საათით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში საიტის ადმინისტრაცია ავალდებულებს მომხმარებელს აანაზღაუროს საკურიერო მომსახურების ხარჯები, რაც შეადგენს თბილისის მაშტაბით – 5ლარს, რეგიონებში – 15 ლარს.

საიტზე რეგისტრაციის პროცესი:

რეგისტრაციისთვის საჭიროა მთავარ გვერდზე აირჩიოთ “ჩემი ანგარიში” , რეგისტრაცია  და მიჰყვეთ ინსტრუქციებს და შეავსოთ მოცემული ველები.

  • ელ.ფოსტა – მოცემულ ველში უნდა ჩაწეროთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი, რომელსაც შემდგომში გამოიყენებთ საიტზე ავტორიზაციისათვის.
  • პაროლი- აღნიშნულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი ტექსტი ან ციფრები.
  • გაიმეორეთ პაროლი — ველში შეიყვანეთ ზუსტად იგივე ტექსტი რაც ‘პაროლი’-ს ველში.
  • კერძო პირის რეგისტრაციის შემთხვევაში აუცილებელია შეიყვანოთ ყველა (*) ფიფქით მონიშნული ველი.
  • კომანიის რეგისტრაციის დროს აუცილებელია რეგისტრანტმა კომპანიამ შეავსოს შემდეგი ველები. (კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და კომპანიის იურიდიული და ფაქტიური მისამართი).
  • ვებ გვერდზე რეგისტრაციისას შეკვეთის გაფორმება ერთი წკაპის მეშვეობით, ან სატელეფონო რეჟიმში შეკვეთის მიღებისას მომხმარებელი ეთანხმება ჩვენს მიერ წარდგენილ წესებს. უთანხმოების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია არ გააფორმოს შეკვეთა.
  • წინამდებარე წესების დაცვით თქვენ ეთანხმებით ჩვენს პირობებს.