დაბრუნების პოლიტიკა

პროდუქტის შეცვლა/დაბრუნების წესები:

  • პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ საიტის საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ;
  • პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა საიტის საინფორმაციო ცენტრს აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი;
  • პროდუქტის შეცვლა ან დაბრუნება ხდება  ამანათის მიღებიდან 48 სთ-ის განმავლობაში;
  • თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების პროცედურა.

პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:

  • პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების დროს;
  • პროდუქტს აღმოაჩნდა ქარხნული წუნი;
  • პროდუქტის მახასიათებლები არ ემთხვევა ან განსხვავდება ვებ-გვერდზე აღწერილი მახასიათებლებისგან;
  • შეცდომით მოგივიდათ სხვა პროდუქტი.
  • სხვა მიზეზების შემთხვევაში შეკვეთა არ ექვემდებარება დაბრუნებას.