ხშირად დასმული კითხვები
როგორ შევუკვეთოთ?
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია, სასურველი ფერი და ზომა, რაოდენობა და დააჭირეთ კალათაში დამატების ღილაკს, შემდეგ გადადით თქვენს კალათაში, აირჩიეთ მიწოდების და გადახდის მეთოდი, შეავსეთ მარტივი საინფორმაციაო ფორმა თქვენს შესახებ და განათავსეთ შეკვეთა.
სად ვნახო ჩემი შეკვეთები?
იმ შემთხვევაში თუ, შეკვეთის განთავსების დროს გაივლით მარტივ რეგისტრაციას და შეხვალთ საიტზე როგორც ავტორიზირებული მომხმარებელი, თქვენი შეკვეთების ნახვა შესაძლებელია თქვენს პროფილში არსებული შეკვეთების გვერდზე გადასვლით. ხოლო თუ არ ხართ ავტორიზირებული მომხმარებელი და შეკვეთას განათავსებთ როგორც სტუმარი, შეკვეთების ნახვა შეუძლებელია.
როგორ შემიძლია გადახდა?
საიტზე ონლაინ შეძენისას შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით:
- გადახდა საბანკო გადარიცხვით / ინვოისის ნომრით;
- გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით პროდუქციის მიწოდებისას;
- ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით, საიტზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე;
სად ვნახო ჩემი შეკვეთის ინვოისი?
- თითოეული შეკვეთის შემდეგ თქვენ მოგივათ რეგისტრაციისას მითითებულ ელ-ფოსტაზე წერილი შეკვეთის შესახებ, რომელზეც იქნება მიმაგრებული ინვოისის ფაილი PDF ფორმატში.
- ასევე ინვოისის ნახვა შეგიძლიათ თქვენი შეკვეთების გვერდზე.
რამდენ ხანში მომიტანთ შეკვეთას?
- თბილისის მაშტაბით პროდუქციას თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე მოგიტანთ იმავე დღეს, თუ შეკვეთა გაფორმებულია 11:00 საათამდე ან წინა დღით.
- 11:00 საათის შემდეგ გაკეთებული ყველა შეკვეთის მიწოდება ხორციელდება მომდევნო დღეს.
- პროდუქციის ჩაბარების დრო – 13:00 -დან 23:00 საათამდე.
- რეგიონებში მიწოდება ხორციელდება შეკვეთის განთავსებიდან 3-5 დღის განმავლობაში.
შესაძლებელია პროდუქციის დაბრუნება?
შეკვეთის გაუქმება ან პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია თუ:
- პროდუქტი არ ემთხვევა ფოტოსურათზე გამოსახულ ნივთს;
- პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირებისას ან რაიმე სხვა მიზეზის გამო;
- ფერი და მახასიათებელი არ ემთხვევა ოპერატორთან დაზუსტების შემდგომ;
- პროდუქციას აღმოაჩნდა ქარხნული წუნი;
- მომხმარებელი ვალდებულია, აცნობოს მაღაზიას შეკვეთის გაუქმების შესახებ კურიერის მოსვლამდე 12 საათით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში საიტის ადმინისტრაცია ავალდებულებს მომხმარებელს აანაზღაუროს საკურიერო მომსახურების ხარჯები, რაც შეადგენს: თბილისის მაშტაბით - 5ლარს, რეგიონებში - 15 ლარს.
რამდენად დაცულია ჩემი პირადი მონაცემები?
- თქვენი მონაცემები სრულიად დაცულია მესამე პირისგან, ის ინახება დაცულ სერვერზე და მასთან წვდომა აქვს მხოლოდ საიტის ადმინისტრაციას.
- გასათვალისწინებელია, რომ ბარათით გადახდისას თქვენი ბარათის მონაცემები არც საიტზე და არც ჩვენს სერვერზე არ ინახება.
ვის დავუკავშირდე თუ რაიმე შეკითხვა მაქვს ან დახმარება მჭირდება?
რაიმე შეკითხვის ან დახმარების საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ან დაგვიკავშირდეთ საიტზე მითითებულ ელ-ფოსტაზე ან ტელეფონზე.