ხშირად დასმული კითხვები

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია, სასურველი ფერი და ზომა, რაოდენობა და დააჭირეთ კალათაში დამატების ღილაკს, შემდეგ გადადით თქვენს კალათაში,  აირჩიეთ მიწოდების და გადახდის მეთოდი, შეავსეთ მარტივი საინფორმაციაო ფორმა თქვენს შესახებ და განათავსეთ შეკვეთა.

იმ შემთხვევაში თუ, შეკვეთის განთავსების დროს გაივლით მარტივ რეგისტრაციას და შეხვალთ საიტზე როგორც ავტორიზირებული მომხმარებელი,  თქვენი შეკვეთების ნახვა შესაძლებელია თქვენს პროფილში არსებული შეკვეთების გვერდზე გადასვლით. ხოლო თუ არ ხართ ავტორიზირებული მომხმარებელი და შეკვეთას განათავსებთ როგორც სტუმარი, შეკვეთების ნახვა შეუძლებელია.

საიტზე ონლაინ შეძენისას შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით:

  • გადახდა საბანკო გადარიცხვით / ინვოისის ნომრით;
  • გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით პროდუქციის მიწოდებისას;
  • ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით, საიტზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე;

  • თითოეული შეკვეთის შემდეგ თქვენ მოგივათ რეგისტრაციისას მითითებულ ელ-ფოსტაზე წერილი შეკვეთის შესახებ, რომელზეც იქნება მიმაგრებული ინვოისის ფაილი PDF ფორმატში.
  • ასევე ინვოისის ნახვა შეგიძლიათ თქვენი შეკვეთების გვერდზე.

  • თბილისის მაშტაბით პროდუქციას თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე მოგიტანთ იმავე დღეს, თუ შეკვეთა გაფორმებულია 10:00 საათამდე ან წინა დღით.
  • 10:00 საათის შემდეგ გაკეთებული ყველა შეკვეთის მიწოდება ხორციელდება მომდევნო დღეს.
  • პროდუქციის ჩაბარების დრო – 13:00 -დან 23:00 საათამდე.
  • რეგიონებში მიწოდება  ხორციელდება შეკვეთის განთავსებიდან 3-5 დღის განმავლობაში.

შეკვეთის გაუქმება ან პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია თუ:

  1. პროდუქტი არ ემთხვევა ფოტოსურათზე გამოსახულ ნივთს;
  2. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირებისას ან რაიმე სხვა მიზეზის გამო;
  3. ფერი და მახასიათებელი არ ემთხვევა ოპერატორთან დაზუსტების შემდგომ;
  4. პროდუქციას აღმოაჩნდა ქარხნული წუნი;
  5. მომხმარებელი ვალდებულია, აცნობოს მაღაზიას შეკვეთის გაუქმების შესახებ კურიერის მოსვლამდე 12 საათით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში საიტის ადმინისტრაცია ავალდებულებს მომხმარებელს აანაზღაუროს საკურიერო მომსახურების ხარჯები, რაც შეადგენს 10 ლარს.

  • თქვენი მონაცემები სრულიად დაცულია მესამე პირისგან, ის ინახება დაცულ სერვერზე და მასთან წვდომა აქვს მხოლოდ საიტის ადმინისტრაციას.
  • გასათვალისწინებელია, რომ ბარათით გადახდისას თქვენი ბარათის მონაცემები არც საიტზე და არც ჩვენს სერვერზე არ ინახება.

რაიმე შეკითხვის ან დახმარების საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ან დაგვიკავშირდეთ საიტზე მითითებულ ელ-ფოსტაზე ან ტელეფონზე.